COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 9434 ადამიანს დაუდასტურდა

ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვი რუსეთში გაიზარდა 335 882-მდე, 3388 პაციენტი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება РИА Новости ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 139 ლეტალური შემთხვევა, სრულად გამოჯანმრთელდა 8111 ადამიანი.

პუტინი მოწოდებით გამოდის, მოემზადონ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის >>

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 335 882-მდე გაიზარდა. 3 388 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 107 936 პაციენტი.

რუსეთში ქართული გაერთიანებების ერთიან ბაზას ქმნიან

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი, აქედან 327 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გათვლებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ - მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანით. მეორე ადგილზე გავიდა ბრაზილია, რომელმაც რუსეთს გაუსწრო. შეერთებული შტატები გარდაცვლილთა რაოდენობითაც ლიდერობს - 96 ათასი ადამიანი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად კორონავირუსთან არსებული სიტუაცია რუსეთში სტაბილურდება, თუმცა ჯერჯერობით მერყევი დინამიკაა. ამასთან მან გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში COVID-19–ით დაავადების ახალი ტალღაა შესაძლებელი.

მოსკოვში და ბევრ სხვა რეგიონში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი გაახანგრძლივეს. მოსკოველებს ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ ელექტრონული საშვებით შეუძლიათ, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის მაღაზიებსა და სამსახურში მათ უნდა ატარონ სამედიცინო პირბადეები და ხელთათმანები.