თბილისი, 23 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 6 302-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
გასულ დღე-ღამეში სომეხმა სპეციალისტებმა 374 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 77 ადამიანი, აქედან სამი გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 32 (გასულ დღე-ღამეში - 4).
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 2 936-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 3 257 პაციენტი მკურნალობს.
ქვეყანაში სულ 49 080 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა
18 მაისიდან სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მგზავრებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები და ხელთათმანები. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოლები, მთლიანად მოიხსნა აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობის უფლება ჰქონდათ.