თბილისი, 23 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში >>
ამავე პერიოდში ინფექცია დაამარცხა 107-მა პაციენტმა. ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.
სულ თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 3 982 ფაქტი გამოვლინდა, აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 2 506-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 49.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1427 ადამიანი. აქედან 44 პაციენტის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ, 57-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად 265 067 ტესტი ჩატარდა.