დმანისთან მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:50 საათზე დმანისიდან 18 კილომეტრში,10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. დმანისთან ახლოს 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:50 საათზე დმანისიდან 18 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.