ყვითელი ამბები

„როგორ უხდება ორსულობა...“ - ნინო ნადირაძე ბებია გახდება - ფოტო

კუზანოვებმა ერთადერთი ქალიშვილი გასულ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა.
Sputnik

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი ენანება გათხოვებისთვის.

როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მასმედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. ნინო ნადირაძე მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდ აქტიურობას იჩენს.

ცოტა ხნის წინ კი ნინო ნადირაძემ Instagram-ზე ქალიშვილის – ბაია კუზანოვას ფოტო გამოაქვეყნა. გოგონას მოზრდილი მუცელი აქვს და, როგორც ჩანს, მალე დედა გახდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ბაია ულამაზესი ორსულია.