COVID-19 საქართველოში: პაციენტების 68%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც კორონავირუსის ინფექცია დაამარცხეს.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

საქართველოში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდგინდა

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 723 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 495-ს (68,4%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3614, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 316 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 216 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.