შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ქეთევან ციხელაშვილი ელჩის თანამდებობაზე დავით დონდუას შეცვლის, რომელსაც ავსტრიაში ელჩის თანამდებობა 2018 წლიდან უკავია.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახდება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე. 

როდის ჩააბარებს საქართველოს პრემიერი ანგარიშს: ოპოზიციის ახალი მოთხოვნა

„გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში - ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ციხელაშვილი ელჩის თანამდებობაზე დავით დონდუას შეცვლის, რომელსაც ავსტრიაში ელჩის თანამდებობა 2018 წლიდან ეკავა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ციხელაშვილის 2016 წლის ივლისში დაინიშნა.

ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებული სერვისებისა და დახმარებების წვდომის და ასევე საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით.

ვინ დაიკავებს სახელმწიფო მინისტრის ვაკანტურ ადგილს, ჯერჯერობით უცნობია.