გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის
© Sputnik
„მინდა ყველამ იცოდეს - ყველა ეტაპზე მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა. ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ, სავაჭრო ცენტრები (მოლებს ვგულისხმობთ) დახურული რჩება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება“, - განაცხადა პრემიერმა.
გახარიას განცხადებით, უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. გარდა ამისა შეზღუდვა მანქანაში სამ პირზე რჩება მხოლოდ ტაქსებისთვის. უქმდება საკარანტინო რეჟიმი, დარჩება მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მხოლოდ ორ სოფელში – მუშევანში და გეტაში.