მსოფლიო დღეს

იდუმალი სახე: ჯენიფერ ლოპესის ახალ ფოტოზე უჩვეულო რამ შენიშნეს

ჯენიფერ ლოპესს ჯერჯერობით არანაირი კონეტარი არ გაუკეთებია ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო განხილვის საგნად იქცა
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა Instagram–ზე ფოტო გამოაქვეყნა საოჯახო სპორტდარბაზიდან, რომელზეც დაკვირვებულმა იუზერებმა რაღაც უჩვეულო შენიშნეს, იუწყება Daily Mail–ი.

ერთ–ერთ ფოტოზე, უკანა პლანზე, სარკეში ირეკლება იდუმალი მამაკაცის გამოსახულება, რომელსაც თითქოს პირი აქვს აკრული, რათა არ იყვიროს. 

როგორც ირკვევა, გაურკვეველი მამაკაცის ფოტომ ბევრი მომხმარებელი ააღელვა და გაუჩინა კითხვა: ვის მალავს სახლში სუპერვარსკვლავი?

​ზოგ მათგანს მოეჩვენა, რომ მამაკაცი შეშინებულია და თანაც ყვირილს ცდილობს. ზოგი კი უფრო შორს წავიდა და ივარაუდა, რომ ჯენიფერ ლოპესს ან მძევალი ჰყავს აყვანილი — შესაძლოა ბავშვი ან მოზარდი, ან საქმე პარანორმალურ მოვლენაშია.

რაც შეეხება თავად Daily Mail–ს, გამოცემა მიიჩნევს, რომ კადრში ლოპესის მწვრთნელია მოხვედრილი, რომელიც თავადაც ვარჯიშობდა და აზიდვებს ასრულებდა, რითაც აიხსნება კიდეც დაძაბული გამომეტყველება მის სახეზე.

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ლოპესს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონეტარი არ გაუკეთებია.