ყვითელი ამბები

„არ ვიცი, რა ვიფიქრო...“ - „ჩიკა“ კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ჩირაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც მის გამომწერებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია
Sputnik

ცნობილმა მსახიობმა ანა ჩირაძემ, რომელიც პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩიკას როლის შესრულებით გახდა, სოციალურ ქსელში მეუღლესთან - ცნობილ მზარეულთან კონსტანტინე თედელურთან და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელთან, ექიმ ლევან რატიანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „არც ვიცი რა ვიფიქრო“, „დაიცავით დისტანცია“ - უწერენ მსახიობს კომენტარებში.

ფოტო სავარაუდოდ, იმ დღეს არის გადაღებული, როდესაც ცნობილი შეფ-მზარეული მსახიობთან ერთად პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალს ეწვია და მედპერსონალს კერძები მიუტანა. „გადავწყვიტე მცირეოდენი კერძებით ცოტა ხანი გავახალისო და მოვუხსნა სტრესი“, – აღნიშნა მაშინ კონსტანტინე თედელურმა.

ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება.

ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.

წყვილი გასული ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.