თურნავა: Wizz Air მზადაა, საქართველოში ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს
© Sputnik
„უნგრეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი ის სახელმწიფო, საიდანაც პირველი ვიზიტორები ჩამოვლენ. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება“, - ამბობს თურნავა.
მინისტრის განცხადებით, უნგრულმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.