„უკვდავი პოლკის“ ონლაინ-მსვლელობა 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა

მოდერატორ–ისტორიკოსებს ანკეტების დამუშავება ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან განაცხადების ნაწილი მათ გამომგზავნებს უბრუნდება დეტალების დასაზუსტებლად და გასაკორექტირებლად
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „უკვდავი პოლკი ონლაინ–მსვლელობის“ ტრანსლაციამ, რომელიც 9 მაისს დაიწყო, 20 მლნ–ზე მეტი ნახვა მოაგროვა, იუწყებიან პროექტის ორგანიზატორები.

განაცხადების მიღება ონლაინ–მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად 15:00 საათისთვის დასრულდა. სულ მიღებულია 2 837 681 ანკეტა. ორგანიზატორების გათვლით, ონლაინ მსვლელობა 27 მაისამდე გასტანს.

ამ დროისათვის ტრანსლაცია უკვე ნახა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა. თუმცა ნახვების რაოდენობა იზრდება. 

„უკვდავი პოლკი – ონლაინ“  ბოლოს მიღებული განაცხადის რეალიზებამდე გაგრძელდება

ამასთან აღინიშნება, რომ მოდერატორ–ისტორიკოსებს ანკეტების დამუშავება ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან განაცხადების ნაწილი მათ გამომგზავნებს უბრუნდება დეტალების დასაზუსტებლად და გასაკორექტირებლად — ამის უფლება მხოლოდ მათ აქვთ. მოდერატორს არ შეუძლია ჩაასწოროს, მაგალითად, შეცდომა სახელში ან გვარში, ფოტორედაქტორში დაამუშვოს ფოტო და ა.შ.

თავად მსვლელობა მანამ გაგრძელდება, სანამ „უკვდავი პოლკის“ რუსეთისა (www.polkrf.ru ) და საერთაშორისო (www.polk.press) საიტებზე, ასევე სოციალურ ქსელებსა და ონლაინ კინო–თეატრ Okko–ზე ბოლო ანკეტა არ აიტვირთება. 

ამ რესურსებზე შესაძლებელია ვიდეოს საჭირო მომენტში გაშვება და საკუთარი ვეტერანის ნახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის ყველა მონაწილეს დაეგზავნება ელექტრონული წერილები იმის შესახებ, თუ როდის ჩაივლის მათი ვეტერანი „უკვდავი პოლკის ონლაინ–მსვლელობის“ მწკრივში. 

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო დროს ტრანსლაციაში ჩართვა ვერ მოხერხდა, რუსეთის უკვდავი პოლკის საიტზე გათვალისწინებულია დროის საჭირო მომენტამდე გადახვევა.

პროექტ „უკვდავი პოლკი–ონლაინის“ ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორი  ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში არის საერთაშორისო სააგენტო Sputnik–ი.