ცხოვრება საგანგებო რეჟიმის შემდეგ: თბილისი შეზღუდვების შემდეგ გამოცოცხლებას იწყებს - ფოტო

Sputnik

საქართველოში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და საკომენდანტო საათი უქმდება. თბილისელები არ დაელოდნენ ამ თარიღს და უკვე გამოვიდნენ ქუჩებში, რადგან ბოლო დღეებში დედაქალაქში შესანიშნავი ამინდებია. 

ტურისტებისგან მიტოვებული მცხეთა: როგორ გამოიყურება ძველი ქალაქის ცენტრი - ფოტო

მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოში უკვე დაიწყო შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნა. საზოგადოების ნაწილისათვის ეს საფრთხის გაქრობას ნიშნავდა. თუმცა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. ამიტომ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ, აუცილებლობის შემთხვევაში, კვლავ დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვები.

ამ დროისათვის კორონავირუსი საქართველოში 721 ადამიანს დაუფიქსირდა. განკურნებულთა რაოდენობამ 475-ს მიაღწია, გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 3 519, ხოლო სტაციონარებში 351. საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ ჩამოიყვანეს სხვა ქვეყნებიდან.

1 / 32
თბილისში ნამდვილი გაზაფხული დადგა - მზიან და თბილ ამინდში ტემპერატურა +30 გრადუსს აღწევს
2 / 32
შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება ქალაქის სიცოცხლეზე მყისიერად აისახა
3 / 32
რადგან მარტიდან შეზღუდვები და აკრძალვები უფრო და უფრო მკაცრდებოდა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით
4 / 32
დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო სარეკრეციო ზონები
5 / 32
ახლა ქალაქის პარკებში ბავშვები ერთობიან
6 / 32
დედები პატარებს პარკებში ასეირნებენ
7 / 32
გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ რთული წარმოსადგენი იქნება, რომ ქალაქის პარკები და დასვენების ზონები დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო
8 / 32
ახლა საზოგადოების ნაწილისათვის კორონავირუსის საფრთხე უკვე გაქრა
9 / 32
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მათთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გაქრობასთან ასოცირდება
10 / 32
თუმცა ეს ასე არ არის. რისკი კვლავ რჩება. ამიტომ საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონმდებლობაზე, საჭიროების შემთხვევაში კვლავ აამოქმედოს საგანგებო რეჟიმი და საჭირო შეზღუდვები
11 / 32
სხვა მხრივ, მიუხედავად 10 ადამიანის ერთად შეკრების დაშვებისა, ადამიანების დიდი ნაწილი მცირე ჯგუფებად განაგრძობენ გადაადგილებას
12 / 32
ასევე პატარა ჯგუფებს შეხვდებით პარკებში დასასვენებლად, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ განმარტოებით ისვენებს
13 / 32
ქალაქში უკვე მრავალ დადის ავტომობილებიც. ივნისიდან საქართველოს დედაქალაქში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ავტომობილების გარეშე ქალაქში ჰაერი სრულად გაიწმინდა და გაუმჯობესდა ეკოლოგია. თუმცა ჯერ სხვა გამოსავალი არ არის - ტრანსპორტის გარეშე ქალაქის ცხოვრება წარმოუდგენელია
14 / 32
ქუჩებში უცხოელ სტუმრებსაც შეხვდებით, თუმცა, ვინაიდან საზღვრები დაკეტილია, ისინი, სავარაუდოდ, გაუქმებული ავიარეისების გამო დარჩნენ ქვეყანაში
15 / 32
მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებზე, რომლებმაც მუშაობა განაახლეს, გამოკიდებულია გამაფრთხილებელი ტაბლოები დისტანციის დაცვის მოწოდებით
16 / 32
ეს წესები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება - მაღაზიებში მყიდველებს ცალ-ცალკე უშვებენ, რიგში მდგომები კი გარეთ იცდიან
17 / 32
კინოს სახლთან, სადაც ნახატები და ხელნაკეთი სუვენირები იყიდება, სიცარიელეა
18 / 32
შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალგაზრდა მამაკაცი განმარტოებით ზის. ალბათ, მომავალზე ფიქრობს
19 / 32
ზოგიერთი ადამიანი უკვე დაუბრუნდა საქმიანობას ჩვეულ ადგილზე
20 / 32
თბილ ამმინდში ყვავილებს ბევრგან ყიდიან. კორონავირუსის საფრთხის ფონზე შემოსავლის გარეშე დარჩენა, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას გამოიწვევს
21 / 32
გაზაფხულის დადგომის კიდევ ერთი ნიშანი კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილებია
22 / 32
ბოლო წლებში ასეთი მანქანები საქართველოში პოპულარობას იხვეჭს
23 / 32
ცენტრალურ ქუჩებში არაერთი ადამიანი სერინობს ძაღლებთან ერთად
24 / 32
ზოგიერთი მათგანი კვლავ პირბადით სარგებლობს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე აღარ იყენებს ნიღაბს
25 / 32
ასაკოვანი ქალიც, რომელიც სკამზე გაზეთს კითხულობს, პირბადის გარეშეა
26 / 32
ადამიანები არც დისტანციას იცავენ ყველგან - ალბათ მიაჩნიათ, რომ საფრთხე უკვე აღარ არსებობს
27 / 32
ახლა ადამიანებს ჩვეულებრივი ცხოვრების დაბრუნება სურთ
28 / 32
ორი თვით სახლში ყოფნით ყველა დაიღალა, ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ
29 / 32
მათ შორის, უამრავი ბავშვია
30 / 32
და ახალგაზრდებიც
31 / 32
ასაკოვანი ადამიანები, ჯერ-ჯერობით, არც ისე ხშირად სეირნობენ გარეთ
32 / 32
თუმცა დადებითი ემოციები საჭიროა არა მხოლოდ ადამიანებისათვის. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ბოლო დროს ქუჩებში უფრო მომრავლდნენ, ასევე ტკბებიან გაზაფხულის მოსვლით