სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვები COVID-19-ის შესახებ უახლეს ინფორმაციას მიიღებენ

ეს ინიციატივა განხორციელდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის და სკოლების ბიბლიოთეკებში საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა, სადაც ბავშვები COVID-19-ის და სხვა ინფექციების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

თბილისში ასაკოვან ბიბლიოთეკარებს პროდუქტებით დაეხმარნენ

აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ხორციელდება.

ეს ინიციატივა განხორციელდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა. ამის შესახებ ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, რომელიც პროექტის პრეზენტაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან ერთად ესწრებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.