COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთმა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევას კორონავირუსთან ბრძოლაში

სამშაბათსა და ოთხშაბათს ვირტუალურ რეჟიმში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოს - 73-ე სესია გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ წარმოაჩინა ქვეყნების მზადყოფნა, ერთად შეებრძოლონ COVID-19-ის პანდემიასა და მის შედეგებს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ასამბლეის 73-ე სესიის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

„სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სესიის მსვლელობისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს სოლიდარობა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისთან და მის შედეგებთან ერთობლივი ბრძოლის მზადყოფნა. ასამბლეა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა და წარმოაჩინა მსოფლიო საზოგადოებრიობის ქვეყნების თანამშრომლობის მზადყოფნა საერთო უბედურების წინაშე, რომელმაც მრავალი სიცოცხლე შეიწირა, გახდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიზეზი“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ერთხმად აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ასამბლეაში მონაწილეობისას კი რუსეთის მხარემ მხარდაჭერა აღუთქვა პანდემიასთან ბრძოლაში ჯანმოს ძალისხმევას და მხარი დაუჭირა ქვეყნების თანამშრომლობის დეპოლიტიზებას ამ საერთო საფრთხესთან გლობალური დაპირისპირების ინტერესებში.

ტრამპის გეგმები აშშ-ის ჯანმო-დან გასვლის თაობაზე: ლავროვის კომენტარი

შეხვედრის შედეგად ჯანმოს წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსით მოიწონეს რეზოლუცია „პასუხი COVID-19-ზე“, რომლის თანაავტორთა რიცხვში რუსეთიც მოხვდა.

„რეზოლუციაში აღნიშნულია ჯანმოს წამყვანი როლი პანდემიაზე გლობალური პასუხის მომზადებასა და კოორდინაციაში. პრიორიტეტად გამოყოფილია ეფექტური მედიკამენტებისა და ტექნოლოგიების სამართლიანი განაწილება და მათზე საერთო, დროული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე უსამართლო ბარიერების გაუქმება. ხაზგასმულია ჯანმოს პოტენციალის გაძლიერებისა და მისი სტაბილური დაფინანსების აუცილებლობა“, - განაცხადეს უწყებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4,7 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 316 ათასი ადამიანი.