ყვითელი ამბები

მიუცია თუ არა ეჭვიანობის საბაბი ნინო ნადირაძეს ქმრისთვის - წამყვანის სკანდალური აღიარება

ნინო ნადირაძეს მოუწია ფარდა აეხადა საიდუმლოსთვის, რომლის შესახებ საზოგადოებამ მისი მრავალწლიანი ქორწინების მანძილზე პირველად გაიგო.
Sputnik

ტელეწამყვანმა და ექიმმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „სიცრუის დეტექტორი“ აღიარა, რომ მეუღლისთვის ეჭვიანობის საბაბი მიუცია. მისი თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან მისი მეუღლე - პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ისედაც ეჭვიანი ადამიანია და განსაკუთრებული საბაბის მიცემა არ სჭირდება. „რატომ გაცვია მოკლე კაბა, რატომ გირეკავს თანამშრომელი ღამის პირველის ნახევარზე - ესაა თემები, რის გამოც გუგამ შეიძლება იეჭვიანოს“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. კუზანოვების ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი. ბაია სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და ახლა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას შეუდგა ბაბუასთან ერთად. ნინო ნადირაძე კი დიდი სიამაყით აქვეყნებს ქალიშვილის და მამამთილის ერთობლივ ფოტოებს.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს.