თბილისი, 20 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
ამავე დროს 55 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან. ერთ დღე-ღამეში საშუალო ასაკის ორი პაციენტი გარდაიცვალა.
თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3631 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2253 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან. 43 პაციენტი გარდაიცვალა.
COVID-19-ით 1335 ინფიცირებულის მკურნალობა განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება. აქედან 46 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 64-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 245 609 ტესტი ჩატარდა.