ზურაბიშვილი: უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსების გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
Sputnik
ზურაბიშვილი: უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე
„ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.