ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთისათვის მარშალი კონევის ძეგლის გადაცემაზე უარი თქვა

ჩეხეთი თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური უარი განაცხადა რუსეთისათვის საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლის გადაცემაზე, ვისმა არმიამაც 1945 წელს პრაღა ნაცისტებისგან გაათავისუფლა
Sputnik

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩეხ კოლეგას მონუმენტის დაბრუნების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პრაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ აპრილში მისი დემონტაჟი მოახდინა. თუმცა, როგორც ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ლუბომირ მეტნარმა განაცხადა, ეს საკითხი მისი უწყების კომპეტენცია არ არის.