საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა

გამოჯანმრთელდა 456 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3914, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 340 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა - შემთხვევების რაოდენობა 707-მდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ხუთივე ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გამოვლიბდა, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

გამოჯანმრთელდა 456 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3914, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 340 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.