COVID-19 - ბოლო ცნობები

დადასტურდა: უცნობი სინდრომი ბავშვებში COVID-19-ს უკავშირდება - დასახელდა ახალი სიმპტომები

ჯანმომ მანამდე უკვე მოუწოდა მსოფლიოს ექიმებს, განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც შესაძლოა COVID-19-თან იყოს კავშირში.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. დადასტურებულია, რომ ბავშვებში სისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსთანაა კავშირში, განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ პრესკონფერენციაზე.

„შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა დაადასტურა კავშირი COVID-19-თან. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, მაგრამ მათ კვლევა ჩაატარეს, რათა ეს 100 პროცენტით დადასტურებულიყო“, — აღნიშნა ბილ დე ბლაზიომ.

მისი თქმით, ამ დროისათვის სისტესმური ანთებითი სინდრომი ნიუ-იორკში 145 ბავშვს აქვს დადგენილი, „რომელთაგან 67-ს აქვს COVID-19, ან აქვთ ანტისხეულები“. მათგან ერთი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მანამდე უცნობი სინდრომით ქალაქში სამი ბავშვი დაღუპა. 

უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

ბილ დე ბლაზიომ განმარტა, რომ ახალი ანთებითი სინდრომის სიმპტომებს — სხეულის ტემპერატურას, გამონაყარს, მუცლის ტკივილსა და პირღებინებას, დაემატა ახალი ნიშნებიც: გაღიზიანებადობა ან მოთენთილობა, დიარეა, კონიუნქტივიტი — რაც თვალების სიწითლით ვლინდება, კისერზე ლიმფოკვანძების გადიდება, დახეთქილი ტუჩები ან ენის სიწითლე, დასივებული ხელები და ფეხისგულები.

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს: საგანგაშო სტატისტიკა აშშ-ში>>

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაუგზავნეს ყველა ქვეყნის ექიმებს, რომ ბავშვებში იმატებდა სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები, რა დროსაც პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი და გულის პრობლემები, და რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსთან ყოფილიყო კავშირში.

მოგვიანებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოს ექიმებს მოუწოდა, განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ბავშვებში კავასაკის დაავადების მსგავს ახალ ანთებით სინდრომზე, რომელიც შესაძლოა COVID-19-თან იყოს კავშირში.