COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 234 პაციენტი მკურნალობს – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ინფიცირებულთა რაოდენობაზე.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 24 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდგინდა

ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 702 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3787, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 337 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 234 პაციენტი მკურნალობს – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ინფიცირებულთა რაოდენობაზე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.