ჭარაია: სამსახურდაკარგული ადამიანებისთვის საბანკო ვალდებულებების გადავადება აუცილებელია

საბანკო სესხებზე შემოღებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის აუცილებლად მიიჩნევს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.
Sputnik
ჭარაია: სამსახურდაკარგული ადამიანებისთვის საბანკო ვალდებულებების გადავადება აუცილებელია
„იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა ან ბიზნესი გაუჩერდა, საბანკო ვალდებულებების გადავადება თუნდაც მომდევნო სამი თვით მაინც უნდა მოხდეს. ეს აუცილებელია და ამის გარეშე ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. თუმცა, არც საბანკო სექტორის დაზარალებაა მიზანშეწონილი და, შესაბამისად, მათთვისაც უნდა მივიღოთ მიზნობრივი დახმარების პაკეტები“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მარტში მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, რომლის თანახმადაც, ყოველთვიური გადასახადი, რომლის შეტანაც მსესხებლებს ყოველთვიურად უწევდათ, ივნისამდე გადაუვადდათ.