ტურისტებისგან მიტოვებული მცხეთა: როგორ გამოიყურება ძველი ქალაქის ცენტრი - ფოტო

Sputnik

კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვებისა და აკრძალვების, დაკეტილი საზღვრების და ეკონომიკური კრიზისის გამო ტურისტთა ნაკადი მთელ მსოფლიოში შეწყდა. 

ბიზნესი და კორონავირუსი: ვაჭრობისა და მომსახურების სფეროები გამოცოცხლებას იწყებს - ფოტო

ეს პრობლემა გაჩნდა საქართველოშიც. ახლა ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი სტუმრების მიღებას ელოდება.

ამასობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები უფუნქციოდ დარჩა.

1 / 31
მცხეთ სტუმრებს ელოდება, თუმცა ქალაქი ცარიელია
2 / 31
ცარიელ ავტოსადგომზე შემთხვევით სტუმრებს ქუჩის ძაღლები ეგებებიან. ისინი იმედით უყურებენ ყველას - იქნებ გამვლელმა მათ საკვები მოუტანა
3 / 31
ასე გამოიყურება სუვენირების მაღაზიები, რომლებიც დღეს არ მუშაობენ
4 / 31
კაფეები და რესტორნები დაკეტილია, თუმცა, წესრიგის გამო რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აქ მხოლოდ შესვენება გამოცხადდა
5 / 31
აივანზე ქართულ სამოსში გამოწყობილი ფიგურა ქალაქის სტუმრებს ეგებება
6 / 31
ქალაქის ისტორიულ ცენტრში იგივე მდგომარეობაა
7 / 31
დაკეტილი კაფეებისა და მაღაზიების მახლობლად იშვიათად ჩანან გამვლელები
8 / 31
ჯერ-ჯერობით ყველა ობიექტზე გამოკრულია წარწერა „დაკეტილია“
9 / 31
ასეთ მზიან ამინდში ცარიელი ქუჩის წარმოდგენა ადრე შეუძლებელი იყო
10 / 31
მცხეთის მკვიდრებსაც იშვიათად შეხვდებით ქალაქის ქუჩებში
11 / 31
რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქში დრო გაჩერდა
12 / 31
მცხეთელები ამბობენ, რომ 15 ივნისს მოუთმენლად ელიან
13 / 31
ისინი იმედოვნებენ, რომ შიდა ტურიზმი მაინც განახლდება და ობიექტების ნაწილი საქმიანობას განაგრძობს
14 / 31
რამდენად მოთხოვნადი გახდება სუვენირები, რთული სათქმელია - მათ ძირითადად ტურისტები ყიდულობენ
15 / 31
მაგრამ რესტორნები და კაფეები, ასეთ თბილ და მზიან ამინდში, ალბათ ბევრ სტუმარს გაუმასპინძლდება
16 / 31
მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ქალაქი ცარიელია. სვეტიცხოველში ხშირად მიდიან მორწმუნეები, თუმცა, ტურისტების არყოფნის გამო, მათი რაოდენობა შესამჩნევი არაა
17 / 31
აქ ყოველთვის იდგნენ სუვენირებითა და ქართული ღვინით მოვაჭრეები
18 / 31
ამ სურათის შემხედვარე, გასაგები ხდება, რომ ქალაქს ადამიანები და სიცოცხლე მოაკლდა
19 / 31
ამ პერიოდში ტურისტული ობიექტების მეპატრონეები ძლიერ დაზარალდნენ
20 / 31
სახელმწიფო ვერ უმკლავდება კერძო სექტორის დანაკარგების კომპენსირებას
21 / 31
სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები იძულებული ზომები იყო. მხოლოდ ამ ზომების შედეგად შეძლო ქვეყანამ COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის თავიდან არიდება
22 / 31
თუმცა ტურისტულ სფეროში დასაქმებულები, რომლებიც კრიზისის გამო დაზარალდნენ, უკმაყოფილოები არიან
23 / 31
ერთის მხირვ - კორონავირუსი, მეორეს მხრივ - შემოსავლის გარეშე დარჩენა. ამ შემთხვევაში, კორონავირუსის საფრთხე ნაკლებად საგრძნობია ფული გარეშე დარჩენის პერსპექტივასთან შედარებით
24 / 31
ადამიანები მთავრობიგან შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნას მოითხოვენ
25 / 31
სანამ აკრძალვები ძალაშია - კაფეებისა და რესტორნების ტერიტორიაზე ასეთი სურათი იქნება
26 / 31
ქუჩებში კი - იშვიათი გამვლელები იქნებიან
27 / 31
თუმცა, ზოგიერთი მდინარესთან შვილებთან ერთად სასეირნოდ მიდის. როგორც ჩანს, მცხეთაში, ღია ცის ქვეშაც იცავენ დისტანციას
28 / 31
ხანდახან ცარიელ ქუჩებში ჩნდებიან ველოსიპედით მოსეირნე ახალგაზრდები
29 / 31
ასეთ მშვენიერ ამინდში, ქუჩაში არავინაა
30 / 31
სვეტიცხოველისკენ მიმავალ ქუჩაზეც კი ვერავის ნახავთ
31 / 31
მცხეთაში ასეთი მდგომარეობა 15 ივნისამდე შენარჩუნდება