ყვითელი ამბები

„შეყვარებული ვარ...“ - ნახეთ ჩცდ-ის რომელ ცნობილ მსახიობს ხვდება თიკა ჯამბურია - ფოტოები

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში შეყვარებულთან რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს. ცნობილმა წყვილმა გადაწყვიტა ურთიერთობა გაასაჯაროოს. თიკა ჯამბურია გოგონების გულთამპყრობელ ბიჭზეა შეყვარებული.
Sputnik

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

ცნობილი მომღერალის პირველი მეუღლე ბექა ხოფერია იყო. მათ ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ქორწილს მთელი საქართველო განიხილავდა. თიკას და ბექას პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში, როგორც ყველა თანამედროვე ვარსკვლავი, აქტუალობას არ კარგავს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ჯერ ლოყები დაითხელა, შემდეგ ტუჩი გაიდიდა. სულ ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ დამაინტრიგებელი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მომღერლის გული მსახიობმა რეზო ნასიძემ დაიპყრო, რომელიც საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს. fall in love with your life - შეყვარებული ვარ შენ ცხოვრებაზე - ასე დაასათაურა მომღერალმა რეზო ნასიძის ფოტო.

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი რევაზ ნასიძე სერიალში 2016 წელს სრულიად შემთხვევით – პირდაპირ სტუდენტური სპექტაკლებიდან აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მის პერსონაჟში ქართველი ახალგაზრდების თითქმის ყველა უარყოფითი მახასიათებელია თავმოყრილი, 22 წლის მსახიობმა მაინც მოახერხა უამრავი თინეიჯერი გოგონას გულის დაპყრობა.

წყვილი 2019 წლის 7 იანვარს მედიასაშუალებების ობიექტივშიც მოხვდა, როდესაც 25 წლის რეზო ნასიძე სამართალდამცავებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რეზო ნასიძემ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ თიკა ჯამბურია ინტერვიუებში ამბობდა, რომ ნასიძეს არ იცნობდა და ინიციდენტს შემთხვევით შეესწრო. როგორც ჩანს, რომანტიკული ურთიერთობა წყვილს შორის სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდა.