თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.