რიგი სილამაზეზე

ქალები მთელ საქართველოში ორი თვის განმავლობაში ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს! 18 მაისიდან საქართველოში ამუშავდა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
Sputnik

ახლა უკვე შესაძლებელია ხელების მოწესრიგება, თმის შეღებვა და ახალი ვარცხნილობის გაკეთება, თუმცა, ამ სფეროში ახლა ახალი წესებით იმუშავებენ. თერმოსკრინინგი, ბახილები, ხელების დეზინფექცია შესასვლელში - ეს ყველაფერი ერთგვარი საშვია. ასევე არ გაუქმებულა ნიღბის ტარების ვალდებულება და სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია.