„მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“: ქართველ მელომანებს ონლაინ-კონცერტზე იწვევენ

ეს პროგრამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 17 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება ვირტუალური კონცერტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“.

ქართველების ტოპ–5, ვინც კარანტინის გადატანაში გვეხმარება

კონცერტში მონაწილეობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

სცენაზე ასევე წარდგებიან სოლისტები - ნატალია ქუთათელაძე, გიორგი შამანაური და საქსოფონისტი რეზო კიკნაძე.

კონცერტის სპეციალური სტუმრები - მომღერალი ნინო ქათამაძე და იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.

„მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ რაჭველმა 2014 წელს წარადგინა. ეს პროგრამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი საქართველოში.