COVID-19 - ბოლო ცნობები

გიორგი გახარია The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

The Washington Post საქართველოს უწოდებს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერა ფასდაუდებელია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ში.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი The Washington Post-ის სტატიაზე, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას მაღალი შეფასება მისცა

გამოცემა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს. სტატიის მიხედვით, გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, რომ ასეთ პრობლემებთან ბრძოლაში პატარა ქვეყნები უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ, ხოლო ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორებიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი, პანდემიის შედეგები განსაკუთრებით სერიოზულია.

„ქვეყანაში, 3,75 მილიონი მოსახლით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 695 დადასტურებული შემთხვევაა, 424 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.