თბილისი, 17 მაისი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 23 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცველებმა სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ARAL-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.