ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის ძმას პირადი ჩხრეკისას ერთი  აბი „სუბოქსინი" აღმოუჩინეს.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საჩხერეში 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო 30 წლის მამაკაცი დააკავეს

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით  გუშინ დააკავა.  გავრცელებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას ერთი  აბი „სუბოქსინი" აღმოუჩინეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს