საჩხერეში 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო 30 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულს, რომელსაც ბრალი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება, რვიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 მამკავი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.