„ვღრიალებ, სასწაულები ხდება...“ - ჟურნალისტმა წლების წინ დაკარგული ქალი „ფეისბუქით“ იპოვა

სოციალურ ქსელში უჩვეულო ისტორიის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ჟურნალისტმა წლების წინ დაკარგული მამიდა მოიულოდნელად აღმოაჩინა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ წლების წინ დაკარგული მამიდა იპოვა.

მისი თქმით, ქალს მამა წლების განმავლობაში ეძებდა სოხუმის დაცემის დღიდან და როგორც კი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუას ეხებოდა, მისმა უახლოესმა ადამიანმა ის აპოვნინა.

„ვზივარ და ახლა და იდიოტივით ვღრიალებ, მამიდა ვიპოვე. რიაზანში ცხოვრობს თურმე. მივწერე და ველოდები სულთმოუთქმელად პასუხს. სასწაულები ვინ თქვა არ ხდებაოო“, - წერს ჟურნალისტი.