ყვითელი ამბები

ასე უცნაურად გადაადგილდება ცირა კობიაშვილი საკუთარ სახლში - ვიდეო სოციალური ქსელიდან

მომღერალმა ცირა კობიაშვილმა კორონავირუსის პირობებში ბინაში ფეხით გადაადგილება საინტერესო ხერხით ჩაანაცვლა. როგორ გადადის ოთახიდან ოთახში სექსუალური შემსრულებელი?
Sputnik

„ცხოვრება კარანტინში“- ამ წარწერით მხიარული ვიდეო ცირა კობიაშვილის ოფიციალურ გვერდზე მოიპოვება. პოპულარული მომღერალი სახლში იმყოფება და თავს კრეატიულად ირთობს. ამჯერად, ახალგაზრდა შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს ოთახიდან ოთახში გადაადგილების ახალი ხერხი უჩვენა. „იქს ფაქტორის“ კონკურსანტი სახლში ჰოვერბორდით გადაადგილდება. მისი მოხერხებულობა ჰოვერბორდის ათვისებისკენ თქვენც გიბიძგებთ.

პროექტის მანძილზე ცირამ მსმენელს თავი ეპატაჟურობითაც დაამახსოვრა. ის სოფო ნიჟარაძეს დაუპირისპირდა. შეფასებისას სოფომ აღნიშნა, რომ ვიზუარული ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე ვოკალური და გადამეტებული სექსუალურობა მას ხელოვნურად გამოსდის. სოფოს წარმოთქმული სიტყვები ცირას არ მოეწონა და დამცინავი მიმიკა ვერ დამალა. ამ შემთხვევის მერე უამრავი მსმენელი და მაყურებელი, მისი გულშემატკივრებიც კი არაერთგვაროვნად განეწყვნენ ცირას მიმართ. ამის შემდეგ მუსიკოსმა კარიერის გაგრძელება თურქეთში სცადა და ახალი სიმღერა Hun Bun გამოუშვა. აღნიშნული ტრეკი სულ მალე ჰიტად იქცა.

ცირა კობიაშვილი ფართო საზოგადოების წინაშე მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში" წარდგა. ახალბედა შემსრულებლის დედა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თეა პაჭკორიაა. ცირამ, ვოკალური მონაცემების პარალელურად, სევდიანი ისტორიით მიიპყრო ყურადღება და შესრულებული სიმღერა გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა.

მისი ტრაგედია მთელმა საქართველომ მოისმინა და მასთან ერთად გაიზიარა. 22 წლის ცირა კობიაშვილი თაყვანისმცემლების ყურადღებას ექსპერიმენტებით იქცევს. მისი მიმზიდველი გარეგნობა და სტილი საინტერესო, ბევრისთვის კი სამაგალითო გახდა. ახლა შეყვარებულია და მეტ ყურადღებას სამომავლო გეგმებსა და აქტიურ მუშაობას უთმობს.