COVID-19 - ბოლო ცნობები

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 146 457 ადამიანს, გარდაცვლილია 4 055, ხოლო გამოჯანმრთელდა 106  133 პაციენტი
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. საქართველოს საელჩო, თურქეთში ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღით აიკრძალა მოქალაქეების ქუჩაში გასვლა.

„მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იმ პირებს შორის, რომელთაც COVID-19 დაუდგინდათ, ერთი მედიცინის მუშაკია

უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280; სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26; იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 146 457 ადამიანს, გარდაცვლილია 4 055, ხოლო გამოჯანმრთელდა 106  133 პაციენტი.