COVID-19 საქართველოში:გამოჯანმრთელებულთა და დაავადებულთა რიცხვებს შორის სხვაობა თალსაჩინოა

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს - ერთ დღე-ღამეში 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ქართველმა მედიკოსებმა ერთ დღე-ღამეში კოორნავირუსით დაავადებული 26 პაციენტი განკურნეს, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 15 მაისისთვის >>

მოსკოვში კორონავირუსის ანტისხეულებზე უფასო ტესტირება იწყება

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, ერთ დღე-ღამეში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში 246 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც კორონავირუსზე ამჟამად მკურნალობენ.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენ გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 393 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.