ბაკურ ბაკურაძე: ამას ვამბობ პირველად, იმ პერიოდში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი გავხდი

ბაკურ ბაკურაძე საკუთარ წარმატებულ კარიერაზე საუბრობს დიზაინის სფეროში და პოლიტიკაში იხსენებს დროს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების პიარში იყო ჩართული.
Sputnik

 

ბაკურ ბაკურაძე: ამას ვამბობ პირველად, იმ პერიოდში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი გავხდი
„იმ დროს როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, გაიმართა ჩემი პირველი ავტორიზებული ავტოფართი, რომელიც „ფეშენ- ტივი“-ზე აჩვენეს. მაშინ „ივენთ-ჰოლში“ ჩემი უზარმაზარი პლაკატი ჩამოიკიდა. ის ხალხი უცხოეთიდან მაშინ ჩემთან ჩამოვიდა. ეს სპეციალურად გავაკეთე, რადგან თუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დამიჭერდა, სათქმელი ყოფილიყო, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დიზაინერი დაიჭირა,“-ამბობს ბაკურ ბაკურაძე სატელევიზიო გადაცემაში.

დიზაინერი და პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე ამბობს: „16 მაისის მერე დაიწყო ჩემი პიარ-სამსახურის უფროსობა და ეს აუცილებლად გასაკეთებლი იყო . ამის შემდეგ თვითდინებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. საპრეზიდენტო არჩევებზე ქალბატონ ნინოს გვერდით ვიდექი. არანაირი პოლიტიკა, აქ მხოლოდ პიროვნული სიმპათია იყო. თან მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ფული არ აქვს, შეიძლება რაიმე შედეგი დადოს“.