ყვითელი ამბები

„ყვე­ლამ ვი­ლო­ცოთ ზუ­რას გა­მო­ჯან­მრთელე­ბის­თვის...“ - დოიჯაშვილი აპარატზეა შეერთებული

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის.
Sputnik

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ავად არის. ამის შესახებ ის თავად ჰყვებოდა. რამდენიმე დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

„შენ თბი­ლი­სი გჭირს, სხვა ჟანგბა­დი ვერ ჩა­ი­სუნ­თქა შენ­მა ფილ­ტვებ­მა! მალე გა­მოგ­ვი­ჯან­მრთელ­დი ზურა!", "მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ ყვე­ლამ ვი­ლო­ცოთ ზუ­რას გა­მო­ჯან­მრთელე­ბის­თვის“ - წე­რენ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.