ყვითელი ამბები

პატარა სოფია ფეშენებელურ სახლში მარტო ერთობა - სექსუალური თამო ვაშალომიძე ვიდეოს აქვეყნებს

თვითიზოლაციაში მყოფი ფოტომოდელი სახლში შვილთან ერთად ისვენებს. დიდი ხანია მოდელი სატელევიზიო სივრცეში არ ჩანს. ნახეთ, როგორ ერთობა თამო შვილთან ერთად.
Sputnik

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტელესახე სახლში შვილთან ერთად ნებივრობს. თვითიზოლირებული დედა-შვილი კეთილმოწყობილ ბინაში რამდენიმე თვის მანძილზე სხვადასხვა ხერხით ერთობა. თამო ვაშალომიძე შვილის სახეს ნათლობის შემდეგ აღარ მალავს. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანი სახლში დარჩა, თამო ვაშალომიძეც ერთადერთ ქალიშვილს უფრო მეტ დროს უთმობს. უახლეს ვიდეოზე, რომელიც ფოტომოდელმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ახალბედა დედის მზრუნველობა კარგად ჩანს. მან პატარა სოფია სათამაშო სივრცეში მოათავსა, თავად კი შვილს აკვირდება და უსაყვარლეს ვიდეოებს აქვეყნებს. თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში უეცრად მოსული პოპულარობა დიდ ძალისხმევას და შრომას არ უკავშირდება. საზოგადოების ასეთი აზრის მიუხედავად, ფოტომოდელი ბევრს ვარჯიშობს, დღითი დღე იხვეწება და წარმატების ახალ გზებს იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეპატაჟური და ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს, მის გვერდზე თაყვანისმცემლების აქტიურობა არ ნელდება.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებს უფრო აქტიურად აქვეყნებს. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია.

საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა. გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. ყველასათვის ცნობილია, რომ თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.