ყვითელი ამბები

მაკა რაზმაძის შეუდარებელი ცვლილება - ჟურნალისტს ახალი იმიჯით ვერ იცნობთ

პოლიტიკური თოქ-შოუების ყოფილი წამყვანი ქართულ ტელესივრცეში მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდა. ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში მაკა ხშირად სტუმრების ხელჩართულ ჩხუბს საკუთარი ძალით უმკლავდებოდა. პოპულარულმა ტელეწამყვანმა „პროდიუსინგში“ გადაინაცვლა.
Sputnik

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მომავალი დრამატულად განვითარდა. რთული პერიოდების მიუხედავად, ახალბედა ჟურნალისტმა პროფესიაში საკუთარი თავი აღმოაჩინა და ახალი, თავბრუდამხვევი ეტაპი დაიწყო. როგორც ამბობს, ცხოვრებამ ლეგენდარულ ადამიანებთან დააკავშირა, ლეგენდარულმა ადამიანებმა კი - ომებთან. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მაკა რაზმაძე ჟურნალისტიკაშია. თავის დროზე „ობიექტივის“ ტელეწამყვანმა, გადაცემა „პრიორიტეტით“ ტელეკომპანია „იბერიაზე“ გადაინაცვლა.

„პრიორიტეტი“ ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ხნაურიანი გამოდგა. გიორგი გასვიანის პარალელურად, რამდენიმე ჩხუბი მაკა რაზმაძის პირდაპირ ეთერშიც დატრიალდა, რის გამოც პოპულარულ ჟურნალისტს გადაცემის ეთერიდან გათიშვა მოუწია. ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა „პრიორიტეტი“ მოულოდნელად დაიხურა, ჟურნალისტს კი გადაწყვეტილება სატელეფონო მესიჯით შეატყობინეს.

რამდენიმე ოფთალმოლოგიური ოპერაციისა და მედიკოსების შეზღუდვების მიუხედავად ჟურნალისტი პროფესიულ კარიერას არ წყვეტს. თვითიზოლაციის დროს კი მაკა რაზმაძე დროს არ კარგავს და  ექსპერიმენტებსაც მიჰყო ხელი. უახლეს სურათზე ჟურნალისტს ვერ იცნობთ. პოპულარულმა ტელეწამყვანმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. შავმა თმამ და ელეგანტურმა ვარცხნილობამ ქერა თმა ჩაანაცვლა. ბუნებრივია, თაყვანისმცემლებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. „მაკა, რა ლამაზი ხარ“, „ულამაზესო...“; „რა გოგო ხარ!“ - წერენ უცნობი თაყვანისმცემლები და ცნობილი სახეები.