მსოფლიო დღეს

Facebook-ს ახალი მსოფლიო ვიდეოჩატი ემატება: ახალი სერვისის ღირსებები

ცუკერბერგის თქმით, სერვისი უკვე მუშაობს აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში, მომდევნო კვირაში კი მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. კომპანია Facebook–ი მომდევნო კვირაში ჯგუფური ვიდეოკავშირის სერვის Messenger Rooms–ს ჩაუშვებს, რომლითაც სარგებლობა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეეძლება, წერს საკუთარ გვერდზე მარკ ცუკერბერგი.

„Messenger Rooms–ი — ეს არის  ჯგუფური ვიდეოჩატები სოციალური ურთიერთობისთვის. მათ არ აქვს დროში შეზღუდვა და შესაძლებელია 50 ადამიანის ერთდორული ჩართვა. [ჩატების] შექმნა უფასოდაა შესაძლებელი Messenger–ზე ან Facebook–ზე“, — განმარტა ცუკერბერგმა.

მისი თქმით, სერვისი უკვე მუშაობს აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში, მომდევნო კვირაში კი მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ცუკერბერგი განმარტავს, რომ  ვიდეოჩატის შექმნის შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ ბმულის გაგზავნით მიიწვიონ ადამიანები Messenger Rooms–ში. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიდეჩატის შექმნა ყველა FB–მეგობრისთვის, რომელიც ახალი ამბების ლენტის ზედა ნაწილში გამოისახება.

როგორც Facebook–ის დამფუძნებელი ამბობს, მომხმარებელი შეძლებს დაინახოს, ვინ შედის ჩატში.