განათლების სამინისტრო: საქართველოში სასწავლო პროცესი გრაფიკის მიხედვით დასრულდება

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკება, პირველკლასელებისთვის 25 მაისს, დანარჩენებისთვის კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.
Sputnik

 

თბილისი, 15 მაისი — Sputnik.  საქართველოში სასწავლო წლის დასრულების ვადა არ შეიცვლება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით უწყების მიერ შემუშავებული კონკრეტული გეგმების პრეზენტაციაზე.

საქართველოს სკოლების XII კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 20 მაისს დასრულდება.

პირველკლასელებს საზაფხულო არდადეგები 27 მაისს დაეწყებათ, რაც შეეხება II-XI კლასების მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება. 

საქართველოს განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა

აღნიშნული გრაფიკი ეხება არამარტო სკოლებს, არამედ პროექტ „ტელესკოლას“. თუმცა, აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების გათვალისწინებით, „ტელესკოლა“ 15 ივნისამდე გაგრძელდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ (OECD) საქართველოს განათლების დისტანციური  სწავლების  მოდელი მსოფლიოში  ერთ–ერთ საუკეთესოდ აღიარა. 

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მაასწავლებლები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.