ტურიზმი და კორონავირუსი: თბილისის ცენტრი ძილის რეჟიმში - ფოტო

Sputnik

ამ დროისათვის საქართველოში კვლავ გაუქმებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა მგზავრთა გადასაყვანად, ასევე შიდა ავიარეისებიც. ჯერჯერობით არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალაში რჩება ავტომობილში ადამიანთა რაოდენობაზე შეზღუდვა - დაიშვება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის ორი უკანა სავარძელზე.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ამ მომენტისათვის 667 ადამიანს შეადგენს, 383 მათგანი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. მთავარ ამოცანად რჩება ვირუსის მასობრივი გავრცელებისთვის ხელის შეშლა, ამისთვის აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და მოქალაქეების მობილობის შეზღუდვა.

1 / 28
თბილისი ცხოვბრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში კვლავ სიცარიელეა
2 / 28
სუვენირების მაღაზიები ჯერ კიდევ დაკეტილია
3 / 28
აქ განთავსებულ კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა არ განუახლებიათ, თუმცა, სუვენირების მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ სტუმრები ეყოლებათ
4 / 28
ასევე უფუნქციოდ დარჩა კერძო სასტუმროები და ჰოსტელები
5 / 28
დახურული სასტუმროებისა და რესტორნების კარებზე განთავსებულია წარწერები, რაც დაკეტვის მიზეზს ხსნის - ეს კორონავირუსის პანდემიაა
6 / 28
სანამ COVID-19-ის გავრცელების რისკი არსებობს, საზღვრები დაკეტილია, ამიტომ ტურიზმიდან შემოსავალს არავინ ელოდება
7 / 28
მეიდნიდან ნარიყალას ციხემდე მიმავალი ქუჩა, როგორც წესი, სავსეა ტურისტებით, თუმცა ახლა აქ არავინაა
8 / 28
ამ დროისათვის აბანოთუბანიც უკაცრიელად იქცა
9 / 28
ქუჩაში მხოლოდ ცხოველები დარბიან
10 / 28
თუმცა, ხანდახან აქ მოდიან ადამიანები და ძველ ქალაქს ფოტოებს უღებენ
11 / 28
თუმცა, საღამოობით აქ თვითიზოლაციისგან დაღლილი ადამიანები მოდიან და დროს სუფთა ჰაერზე ატარებენ
12 / 28
მაგრამ, ქალაქის გულში მაინც სიცარიელეა. სურათი მხოლოდ საზღვრების გახსნის შემდეგ შეიცვლება
13 / 28
ტურისტული ობიექტების მფლობელები ჯერ კიდევ ვერ იწყებენ საქმიანობას
14 / 28
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ სფეროში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე რჩებიან
15 / 28
პარკინგზე, სადაც ადრე ადგილი არ იყო, ახლა სამშენებლო ტექნიკა დგას. მიუხედავად კრიზისისა, აქ დიდი სასტუმროს მშენებლობა გრძელდება
16 / 28
ქუჩაში დგას ტურისტული ბუმის შესახებ ბანერი, თუმცა ობიექტი დაკეტილია
17 / 28
სიჩუმეა კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც წესი, აქ უამრავი ტურისტი დადის, სავალი ნაწილი კი - ავტომობილებითაა სავსე
18 / 28
ნარიყალაზე ასული ქალაქის სტუმრები თბილისს სიმაღლიდან სურათებს უღებენ. საზღვრების დაკეტვის შემდეგ უცხოეთის მრავალი მოქალაქე დარჩა საქართველოში
19 / 28
კაფეები და რესტორნები მუშაობის განახლებას ელოდებიან
20 / 28
ჯერ-ჯერობით კი სიტუაცია ქალაქში კვლავ პოსტაპოკალიპტური ფილმის სცენას წააგავს
21 / 28
ახალგაზრდები იკრიბებიან ტურისტულ ადგილებში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ატარებენ დროს
22 / 28
გამვლელთა ნაწილი, მიუხედავად თბილი ამინდებისა, განაგრძობს პირბადით სარგებლობას
23 / 28
ახალგაზრდა წყვილები პარკებში ისვენებენ. სიყვარულმა არ იცის არც ასაკი და არც სეზონი, თუმცა გაზაფხული, თითქოს, თავად ბადებს ასეთ სცენებს ქალაქის ქუჩებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე გრძელდება!
24 / 28
ასაკოვანი ადამიანები ახალ ამბებს განიხილავენ. სავარაუდოდ, ისინი კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ
25 / 28
ძველ ქალაქში, როგორც ჩანს, ქუჩის ცხოველები მომრავლდნენ. ისინი ადამიანებთან უშიშრად მიდიან. ზოგიერთი მათგანი კი ოთხფეხა მეგობრებს საკვებით უმასპინძლდება
26 / 28
იმედია, რომ ასეთი სურათი მალე წარსულს ჩაბარდება
27 / 28
და ძველი თბილისის ცარიელ ქუჩებს კვლავ ხმაური მოიცავს
28 / 28
თბილისი თითქოს ყველას უხმობს - აქ მშვენიერი ამინდი და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. ჩვენთან ყოველთვის გელოდებიან!