„ჩვენ, ადამიანები“: თბილისში ზურა აფხაზის ნახატების არავირტუალური გამოფენა გაიხსნება

პუბლიკა ზურა აფხაზის სილუეტებში პოპ-კულტურის ცნობილ სახეებსა და რიგით თბილისელებს ამოიცნობს. ყველა ტილო 20 წლის წინ შეიქმნა და ჯერ გამოფენილი არ ყოფილა.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში მხატვარ ზურა აფხაზის (აფხაზიშვილი) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება – ექსპოზიციის დათვალიერება Dédicace Gallery-ში 15-დან 21 მაისამდე იქნება შესაძლებელი. 

„ჩვენ, ადამიანები“: თბილისში ზურა აფხაზის ნახატების არავირტუალური გამოფენა გაიხსნება

„ვისაც მოგბეზრდათ ელექტრონული გამოსახულებების თვალიერება და თანაც გარეთ გასეირნებაც უკვე შეიძლება, გეპატიჟებით ზურა აფხაზის სილუეტების სერიის სანახავად. ეს სერია თითქმის 20 წლის წინ შეიქმნა და ჯერ გამოფენილი არ ყოფილა“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში. 

პუბლიკა ზურა აფხაზის სილუეტებში პოპ-კულტურის ცნობილ სახეებსა და რიგით თბილისელებს ამოიცნობს. აღსანიშნავია, რომ ყველა ნახატი გალერეის ინტერიერში ისე იქნება განთავსებული, რომ მათი ნახვა შესაძლებელი იქნება როგორც შიგნით, ისე გალერეის გარეთ – ვიტრინებიდან. გალერეის მისამართია ვ. აბაშიძის 8, „წავკისის ველი“. 

ზურა აფხაზი 1968 წელს დაიბადა ქალაქ გორში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა უფლისციხეში ფერწერის მასწავლებლად.

მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, ცენტრალური მხატვრის სახლში, თბილისის ისტორიის მუზეუმში (2004), ფრანგული კულტურის ცენტრში (2010), ასევე გერმანიის სხვადასხვა გალერეებში. აფხაზის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მინიმალიზმი, აბსტრაქციონიზმი და შავ-თეთრი ტონალობა.