მსოფლიო დღეს

პარკში რობოტი-ძაღლი გამოჩნდა: ვრცელდება ვიდეო

ოთხფეხა მანქანა პარკში დადის და გამვლელებს თავაზიანად სთხოვს, ერთმანეთისგან ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევში, დამრღვევებს სერიოზული ჯარიმა ან ციხეც კი ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სინგაპურის პარკში ადამიანებს შორის დისტანციის დაცვას კომპანია Boston Dynamics–ის რობოტი–ძაღლი უზრუნველყოფს, იუწყება BBC.

პარკში გამოკრულია განცხადებები თხოვნით, რომ ადამიანებმა რობოტის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.

ოთხფეხა მანქანა პარკში დადის და გამვლელებს თავაზიანად სთხოვს, ერთმანეთისგან ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევში, დამრღვევებს სერიოზული ჯარიმა ან ციხეც კი ემუქრებათ.

„რობოტი არ არის აღჭურვილი სახის ამომცნობი სისტემებით და არ გამოიყენებს კამერებს მასთან შემხვედრი ადამიანების იდენტიფიკაციისთვის“, — ნათქვამია სინგაპურის ეროვნული პარდკების ადმინისტრაციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ექსპერიმენტი 8 მაისს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი, ავტომობილის მსგავსი რობოტი გამოჩნდა ქალაქის ქუჩებშიც, რომელიც მოქალეებს ახსენებს, რომ შეკრებები აკრძალულია და სთხოვს მათ, თავი აარიდონ „უსაქმურად სიარულს“.