ყვითელი ამბები

„ელენე გავაჩინე და ვიყავი მარტო... ვიგრძენი აგრესია“ - ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც შვილი გააჩინა და მარტო აღმოჩნდა.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამის“ გამომომწერებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა და მისთვის მძიმე პერიოდზე ღიად ისაუბრა. მომღერლის თქმით, ყველაზე მარტოდ თავი შვილის ელენეს გაჩენის შემდეგ იგრძნო, როდესაც ბევრი ადამიანისგან დაუმსახურებელი აგრესია მიიღო.

ნინი ბადურაშვილი 2013 წელს გათხოვდა, მისი ქმარი ყოფილი წყალბურთელი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახლდათ. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.