ყვითელი ამბები

ეკო ფანგანი სახლში ეგზოტიკურ ცხოველს უვლის - რა მოიშინაურა ტელეწამყვანმა?

პოპულარულმა ტელესახემ ეგზოტიკური ცხოველი დაიმეგობრა. რომელი რეპტილიაა და როგორ უვლის ეკო ფანგანი მას სახლის პირობებში?
Sputnik

ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ თვითიზოლაციის პირობებში ახალი ჰობი აღმოაჩინა. ეკო ფანგანი ეგზოტიკური ცხოველებით დაინტერესდა. Instagram-ის ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ ტელეწამყვანმა პატარა ხვლიკი გამოაჩინა, რომელსაც დიდი სიყვარულით უვლის. ქვეწარმავალი ეკო ფანგანს ახალი შეძენილი ჰყავს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ეფერება ტელეწამყვანი პატარა ხვლიკს. ეკო ფანგანმა ეგზოტიკურ ცხოველს „ჯანგო“ დაარქვა. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. ეკო ინტენსიურად მოგზაურობდა. თუმცა ახლა დროს სახლში ატარებს და მისი უახლესი ვიდეოებიც საკუთარ ბინას უკავშირდება. ტელესახემ უახლესი ვიდეოთი მორიგი ხმაური გამოიწვია. „გამარჯობა, ჯანგო!“ - ასე ესალმება ეკო საკუთარ ხვლიკს.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. სუპერ-მოდური ეკო, ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც პროფესიონალურად ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ეკო სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. ეკოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს.

თვითიზოლაციის პირობებში ტრენდული ეკო სოციალურ ქსელში საკუთარ ხელმომწერებს აერთიანებს. ცნობილი ტელესახე საკუთარ გამოცდილებას „ფოლოვერებს“ უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ მან ქალბატონებს მაკიაჟის სწორად წასმის ხრიკები გაუზიარა და ვიდეომ უამრავი ნახვა დააგროვა. კორონავირუსის გამო ეკო ფანგანი „იმედის“ გადაცემებში სახლიდან ერთვებოდა, ახლა კი სტუდიას დაუბრუნდა. მოდის სიახლეებსა და 2020 წლის ტრენდებს სულ მალე ეკო ფანგანისგან კვლავინდებურად ვიხილავთ.