COVID-19 - ბოლო ცნობები

18 მაისიდან მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის რეჟიმი 18 მაისიდან გაუქმდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა კორონავირუსიის პანდემიის საფრთხესთან დაკავშირებით. 

შეზღუდვების მოხსნა საქართველოში: რუსთავსა და გარდაბანში გადაადგილება ნებადართულია

„დღეს რუსთავსა და გარდაბანში სრულად იხსნება შესვლა–გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები. ასევე 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება და ამ რეგიონის მცხოვრებლებიც შეძლებენ ისევე უპრობლემოდ გადაადგილდნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქე“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.