გახარია: 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება
© Sputnik
„ეპიდემიური სურათის შედარებით დასტაბილურების გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგი შეზღუდვებისა შედარებით ადრე მოხსნას. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 18 მაისიდან ასევე მოიხსნება სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.