COVID-19 - ბოლო ცნობები

შეზღუდვების მოხსნა საქართველოში: რუსთავსა და გარდაბანში გადაადგილება ნებადართულია

მიუხედავად გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნისა, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა დანარჩენი შეზღუდვა ძალაში რჩება.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილ რუსთავსა და გარდაბნის რაიონში ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხუთშაბათიდან, 14 მაისიდან იხსნება. 

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში 11 მაისიდან მოიხსნება

რუსთავი 15 აპრილს ჩაიკეტა. რაც შეეხება გარდაბნის რაიონს, იგი ოფიციალურად არ ჩაკეტილა, თუმცა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისი მცხოვრებლები ამ ქალაქში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

14 მაისიდან რუსთავისა და გარდაბნის მცხოვრებლებს ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლევათ.

გარდა ამისა, ოთხი დღის შემდეგ, 18 მაისს გაიხსნება მარნეულის რაიონი, რომელიც 23 მარტს ჩაიკეტა.

მიუხედავად გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნისა, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა დანარჩენი შეზღუდვა ძალაში რჩება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.